პროექტის სახელწოდება: აკაკი წერეთელი, „ჩანგი გიკურთხოს ზენამა“
პროექტის იდეა/თემა: მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება
აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ .
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს
მოსწავლეთა ინტერესს აკაკის პიროვნებისა და შემოქმედებისადმი. მოსწავლეებს განუმტკიცებს
ცოდნას და გააღრმავებს მათ წარმოდგენას პოეტის მსოფლმხედველობაზე და მის ზნეობრივ ღირებულებებზე.
მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს მწერლის პირად ცხოვრებაზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა
და ანალიზის უნარები, ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლობის, კონკრეტულად აკაკის
შემოქმედებისადმი სიყვარული. მოიძიებენ მასალებს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ.
მოსწავლის ასაკი:11-12წ .
ვადები/ხანგრძლივობა:1თვე.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ- ჩვევებს, ისწავლიან
ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი იმფორმაციის
მოძიების და გამოყენების უნარს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: აკაკის ნაწარმოებები ,კომპიუტერი, მიკროფონი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას, თემის არჩევის შემდეგ
ხდება ჯგუფის დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების გადანაწილება.
პირველი აქტივობა: აკაკის ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი.
მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება.
მესამე აქტივობა: აკაკის შემოქმედების მიმოხილვა.
მეოთხე აქტივობა: მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება
და ჩატარება.
მეხუთე აქტივობა: აკაკის „ჩემი თავგადასავალის „ მიხედვით
გადაღებული ფილმის მოძიება და ჩვენება.
მეექვსე აქტივობა: ექსკურსიის ორგანიზება საჩხერეში(სავანეში)
აკაკის სახლ_მუზეუმში.
მეშვიდე აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან, სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს
აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი
უნარ-ჩვევები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს ნათლად
და გარკვევით და პრეზენტაციისას გააზრებულად იყენებს შესაბამის არავერბალურ საშუალებებს;
ქართ.
VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ინდივიდუალურად ან
თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში;
·
ჯგუფთან ერთად შეიმუშავებს,
წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას;
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის
შინაარსს;
·
ინტონაციით გამოხატავს ტექსტში
ასახულ ემოციებს;
ქართ. VI.
7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს ტექსტის
საკომუნიკაციო სიტუაციას (მიზანს, ავტორს, ადრესატს);
·
ამოიცნობს და ერთმანეთთან
აკავშირებს ტექსტში არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას;
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით
გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოკრებს ტექსტიდან აზრობრივი
თვალსაზრისით მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ადგილებს;
·
სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის
უკეთ გააზრების მიზნით;
პროექტის ავტორი:
ციალა სალუქვაძე
ელ.ფოსტა: saluqvadzeciala@gmail.com